weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თიბისი ბანკმა ResponsAbility Investments-ისგან 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

13:12 ორშაბათი, 22 ივლისი 2019

თიბისი ბანკმა და ResponsAbility Investments-მა ხელი მოაწერეს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას. ფინანსური რესურსი საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას მოხმარდება.

„თიბისი ბანკი ResponsAbility Investments-თან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ეს ჩვენ მიერ განხორციელებული უკვე მეოთხე ტრანზაქციაა, რაც მხარეებს შორის ნაყოფიერი და წარმატებული პარტნიორობის დასტურია. მოზიდული ფინანსური რესურსი თიბისი ბანკს მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში წამყვანი პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებაში დაეხმარება“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

ResponsAbility Investments-ი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში ინვესტიციების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა. ის 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს მართავს, რაც კერძო სესხებითა და კაპიტალით 90 ქვეყანაში ინკლუზიური ბიზნესმოდელის მქონე 540 კომპანიის ფინანსურ მხარდაჭერაში გამოიხატება.

ResponsAbility Investments-ი 2003 წელს დაარსდა და მისი მთავარი ოფისი ციურიხში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივი ოფისები განთავსებულია ბანგკოკში, ჟენევაში, ჰონგკონგში, ლუქსემბურგში, მუმბაიში, ნაირობიში, ოსლოსა და პარიზში.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]